გენიოსი სახელად Oscar Wrigley


როგორც ამბობენ:”გენიოსი ვერ გახდები, გენიოსად უნდა დაიბადო”ეს ბუნების მიერ ბოძებული ნიჭია, რომლითაც მხოლოდ ერთეულები, გამორჩეულები ჯილდოვდებიან… შემდეგ კი, ამ ნიჭის წყალობით ისინი საკუთარ კვალს ტოვებენ ისტორიაში, მედიცინაში, ფილოსოფიაში, პოლიტიკაში და  ა.შ ისინი იბადებიან გენიოსებად… შემდეგ ხდებიან დიქტატორები, პრეზიდენტები, მწერლები, მეცნიერები… ზოგიერთები კი განსხვავებულ გზას ირჩევენ… გენიოსებად იბადებიან, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანებივით ცხოვრობენ… მერე კი კვდებიან, როგორც  ჩვეულებრივი ადამიანები… გენიოსობა რთულია… რადგან შენ იმთავითვე განსხვავებული ხარ ამ სამყაროს დანარჩენი მცხოვრებლებისგან… როცა შენ ”სხვა სივრცეებს ეპოტინები”, ისინი შეშლილად გთვლიან… და მაინც ეს ნიჭი ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს ადამიანთა მოდგმაში…

და აი ისიც, Oscar Wrigley ერთ-ერთი წარმომადგენელი ამ მცირე რიცხოვანი პოპულაციის. ჯერ კიდევ 2 წლის ასაკში მისი IQ იყო 160. სწორედ ამდენი IQ-ს მაჩვენებელი ჰქონდა Einstein-სა და Stephen Hawking-ს. ოსკარის მშობლები ამბობენ, რომ მან ლაპარაკი 9 თვის ასაკში დაიწყო…  მშობლებს ის ხშირად დაჰყავდათ გამოკვლელებზე , რადგან ძალიან ცოტა ხანს ეძინა…  2 წლის ასაკში ის უკვე ლექციებს უკითხავდა პინგვინების რეპროდუქტიულ ცილკზე თავის გაოცებულ დედას და მამა, რომელთაც საშუალო IQ-ს მაჩვენებელი აქვთ. ამის მიუხედავად მამამისს უკვე აღარ ეპარება ეჭვი, რომ ერთხელაც მისი შვილი ეტყვის, რომ ის სრული იდიოტია.. 🙂

when he turns around and tells me I’m an idiot

როგორც ჩანს ოსკარის ბიძაც Jonathan Masters  მსგავსი ნიჭით იყო დაჯილდოებული. მან უნივერსიტეტში 13 წლის ასაკში ჩააბარა… ახლა პატარა გენიოსი თავის მშობლებთან ერთად ინგლისში ცხოვრობს… საინტერესოა, რომელ დარგში შეიტანს იგი თავის წვლილს??? თუ იცხოვრებს ისე, როგორც ერთი ჩვეულებრივი ადამიანი???

დატოვე კომენტარი