ასე დამთავრდა?


ხანდახან ფილმს უყურებ, მოუთმენლად ელი მის დასასრულს… ელოდები რაღაც საინტერესოს, მოულოდნელს.. მაგრამ… მოლოდინი ამაოა.. და ფილმის ბოლოს განრისხებულს ან უბრლოდ აღშფოთებულს აღმოგხდება: ,, ღმერთო ჩემო რა სისულელეა” და მერე გაწუხებს შეკითხვა: .ამას რატომ ვუყურე????? რა კარგი იქნებოდა სხვანაირად რომ დამთავრებულიყო”…

ინტერნეტ სივრცეს უკვე კარგა ხანია ამშვენებს საიტი: აქ ნახავთ ვიდეოებს სხვადასხვა ფილმების, სერიალების ,,შესაძლო” დასასრულს.. (რაღათქმაუნდა ეს ყოველივე გაშარჟებულია):d

ალბათ ყველას გვახსოვს abc -ის სერიალი lost რომელიც ზოგისთვის საოცრად უაზროდ დამთავრდა.. ზოგი კი აღფრთოვანდა მისით.. მისი დასასრულის შესახებ დისკუსიები დღესაც გრძელდება… მოკლედ გული არცერთ მხარეს  რომ არ დაწყდეს, ეს ვიდეო ნახეთ.. პირადად მე ძალიან ვიხალისე.. 😀

აქვეა შესაძლო სახალისო დასასრულები ფილების: How Iron Man, Avatar,  The Dark Knight, 2012Captain AmericaHarry Potter, Twilight .. 😀

  და ბევრი სხვა.. 🙂 მათ შორის ბეჭდების მბძანებელი:

მოკლედ გირჩევთ ამ საიტს ესტუმროთ.. დარწმუნებული ვარ სასიამოვნო დროს გაატარებთ.. 🙂

დატოვე კომენტარი